წესები და პრიზები

ჩემი სამზარეულოს წესები განახლებული წესებით და პრიზებით ბრუნდება!

პროექტის გამარჯვებული 100 000 ლარს მიიღებს!

კულინარიულ შეჯიბრში 10 გუნდი მონაწილეობს. გუნდები ორ ქვეჯგუფად იყოფიან. თითოეული ქვეჯგუფის შემადგენლობაში 5 გუნდია.

თამაშის პირველ ეტაპზე (10 გადაცემის მანძილზე), ყველა გუნდი საკუთარ იმპროვიზირებულ რესტორანში უმასპინძლებს ჟიურის, ქვეჯგუფის დანარჩენ 4 გუნდს და დაწერს საკუთარ შეფასებას.

თითოეულ რაუნდში, მონაწილე გუნდები თავიანთ მასპინძელ გუნდს მაქსიმუმ 10 ქულით აფასებენ, ხოლო ჟიურის თითოეული წევრი, ყოველ კერძს აფასებს 10 ქულით. შესაბამისად, თითო რაუნდის შემდეგ, გუნდს უგროვდება მაქსიმუმ 100 ქულა (60 ჟიურისგან, ხოლო 40 — ოთხი სტუმარი ჯგუფისგან).


პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ქვეჯგუფიდან თამაშს ტოვებენ ის ჯგუფები, რომლებმაც ყველაზე ცოტა ქულა დააგროვეს.

4 გუნდი, ვინც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა ათი რაუნდის შემდეგ, ავტომატურად გადადის ნახევარფინალში.

დამატებითი რაუნდი იმართება იმ 4 გუნდისათვის, ვინც გადასული 8 გუნდიდან ქულების რაოდენობით ბოლო 4-ეულშია. ამ რაუნდის შედეგად ნახევარფინალში გადავა 2 გამარჯვებული გუნდი, ხოლო ორი დამარცხებული ეთიშება თამაშს.

ნახევარფინალები

დარჩენილი გუნდები ერთმანეთს სამ ნახევარფინალურ რაუნდში ეჯიბრებიან.

ქულების მიხედვით:

  • პირველ ადგილზე გასული — მე-6 ადგილოსანს ხვდება
  • მეორე ადგილზე გასული — მე-5 ადგილის მფლობელს
  • მე-3 და მე-4 ადგილები კი ერთმანეთს ეჯიბრებიან

სამ ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდებიდან ის, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, ავტომატურად გადადის გრანდ ფინალში.

მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ერთი კერძის მომზადებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ამ შეჯიბრში გამარჯვებულიც, საბოლოო, გრანდ ფინალის მონაწილე ხდება.

გრანდ ფინალის გამარჯვებული კი 100 000 ლარის მფლობელი გახდება!