სტარტერი რეცეპტი

კვარაბია მაწვნის სოუსით

ინგრედიენტები: 

  • პურის ფქვილი
  • კვერცხი
  • ჭყინტი ყველი
  • ისპანახი
  • გაწურული მაწონი
  • კიტრი
  • მწვანე აჯიკა
  • მარილი

კვარაბია

მომზადების წესი: ცომი მოვზილოთ პურის ფქვილით, კვერცხითა და ცივი წყლით. ცოტა ხანს დავასვენოთ, შემდეგ კი გავაბრტყელოთ თხლად, ამოვჭრათ მრგვალი ფორმები და გავუკეთოთ ყველისა და ისპანახის გულსართი (ისპანახი უნდა იყოს წინასწარ მოწალული და დაკეპილი). მარილი გემოვნებით. მიღებულ მასას შევუკრათ გვერდები და მოვხარშოთ ოდნავ მარილიან წყალში.

მაწვნის სოუსი

მომზადების წესი: გაწურულ მაწონს დავუმატოთ მწიკვი მარილი, მწვანე აჯიკა (როდინში ჩანაყული ახალი ქინძი, მწვანე წიწაკა და ცოტა ნიორი) და გახეხილი კიტრი, რომელიც სოუსში ჩამატებამდე უნდა გაიწუროს ზედმეტი სითხისგან.