ძირითადი კერძი რეცეპტი

ღომი ნადუღის ბურთებით და ლეჭკერე

წითელი სიმინდის ღომი

ინგრედიენტები: 

  • წითელი სიმინდის ღერღილი
  • წითელი სიმინდის ფქვილი

მომზადების წესი: ღერღილი გავრეცხოთ კარგად (იმდენი, რომ კარგად დაფაროს ღერღილი) და ვადუღოთ 1 საათი. კარგად რომ გასქელდება, დავუმატოთ ცოტა სიმინდის ფქვილი და კარგად ჩავზილოთ. დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე, 20-25 წუთის შემდეგ კი ღომი მზად იქნება.

ნადუღის გულსართი

ინგრედიენტები: 

  • ნადუღი
  • შებოლილი ყველი
  • წითელი აჯიკა

მომზადების წესი: ნადუღი, შებოლილი ყველი და წითელი აჯიკა გემოვნებით ავურიოთ ერთმანეთში, მიღებული მასისგან გავაკეთოთ ბურთულები და ჩავაწყოთ ცხელ ღომში.

ლეჭკერე

ინგრედიენტები: 

  • კეჟერა ფხალის მწნილი
  • ნიგოზი
  • ხახვი
  • ზეთი
  • ახალი ქინძი
  • ხმელი სუნელი

მომზადების წესი: კეჟერა ფხალის მწნილი გავხეხოთ სასურველ ზომაზე ან დავჭრათ კუბიკებად. შევაზავოთ გატარებული ნიგვზით, დავუმატოთ ცოტა ზეთი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ახალი ქინძი.