დესერტი რეცეპტი

მათრობელა მსხალი და კარამელიზებული კორკოტი ღვინის ბეზესთან ერთად

ინგრედიენტები: 

  • მსხალი
  • წითელი ღვინო
  • დარიჩინის ჩხირები
  • მიხაკის მარცვლები
  • თეთრი შაქარი
  • ყავისფერი შაქარი
  • მოხარშული ხორბალი - კორკოტი
  • მიხაკ-დარიჩინის ფხვნილი
  • ლიმონის ცედრა
  • ნუში
  • ყავისფერი შაქარი
  • ნაღები
  • კარაქი
  • კვერცხი

მომზადების წესი: მსხალი დავჭრათ სასურველ ფორმებად და მოვხარშოთ წითელ ღვინოში დარიჩინის ჩხირებთან, მიხაკის მარცვლებთან და შაქართან ერთად. 10-წუთიანი დუღილის შემდეგ ამოვიღოთ და გავაციოთ.

მოვამზადოთ კარამელი ყავისფერი შაქრის, ნაღებისა და კარაქისაგან. გაღვივებული ხორბალი - კორკოტი, კარამელი და ნუში დავაბლენდეროთ მსუბუქად. შევაზავოთ მიხაკ-დარიჩინით, ლიმონის ცედრით.

ორი კვერცხის გული გავთქვიფოთ გამაგრებამდე, ცალკე მოვადუღოთ ერთი ჭიქა შაქრისა და ნახევარი ჭიქა წითელი ღვინისგან სიროფი, გათქვეფილ ცილაში ჩავასხათ წვრილ ნაკადად ღვინის ცხელი სიროფი და განვაგრძოთ თქვეფა, სანამ ბეზე არ გაცივდება და საბოლოოდ არ გამაგრდება.

ავაწყოთ დესერტი კორკოტით, მსხლისა და ღვინის ბეზეთი, საბოლოოდ კი, სასურველია, ნახევარი საათით მოვათავსოთ მაცივარში.