ძირითადი კერძი რეცეპტი

საწბელი

ინგრედიენტები:

  • ქათმის გულ-ღვიძლი, კუჭები და კანჭები
  • სიმინდის ფქვილი
  • კვერცხი
  • ხახვი
  • ხმელი სუნელი
  • დაფქული ყვითელი ყვავილი 
  • ახალი ქინძი
  • ნიორი
  • წიწაკა - მწვანე და წითელი
  • მარილი

მომზადების წესი: ქათმის გულ-ღვიძლი, კუჭი და კანჭები მოვთუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად; კარგად რომ მოითუშება, შევაზავოთ ცალკე მოხალული სიმინდის ფქვილისა და კვერცხის გულის ნაზავით, დავუმატოთ წყალი (სასურველია ხარშოს კონსისტენციის მიღება) და ცოტა წამოვადუღოთ. ამის შემდეგ, დავუმატოთ ხმელი სუნელი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, წითელი და მწვანე წიწაკა, ახალი ქინძი და მარილი გემოვნებით.