სტარტერი რეცეპტი

ჭინჭრის შეჭამადი

ინგრედიენტები: 

  • ნივრის ფოთოლი
  • სვანური ხახვი
  • დაფქული ჭვავი
  • სვანური მარილი
  • წიწაკა
  • ნიგოზი

მომზადების წესი: ადუღებულ წყალში ჩავყაროთ გასუფთავებული დაჭრილი ჭინჭარი, დავჭრათ ახალი ნივრის ფოთოლი სვანური ხახვის ფოთლები და ჩავყაროთ ქვაბში და დავუმატოთ პიტნის ფოთლები. მასას ხშირად ვურიოთ, რათა ჭინჭარი კარგად დაიშალოს. ვხარშოთ დახლოებით ორი საათი, ბოლოს კი დავუმატოთ დაფქული ჭვავი, სვანური მარილი და წიწაკა, ბოლოს კი ზემოდან მოვასხათ დაბლენდერებული ნიგოზი.