სტარტერი რეცეპტი

კარტოფილის პური

ინგრედიენტები: 

  • კარტოფილი - 300 გ
  • ფქვილი - 500 გ
  • საფუარი
  • ზეთი
  • მარილი
  • შაქარი

მომზადების წესი: მოვხარშოთ 300 გ კარტოფილი, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და გადავურით 500 გ ფქვილში, შემდეგ კი დავუმატოთ მარილი, ცოტაოდენი შაქარი, საფუარი და ზეთი. მიღებული მასისგან მოვზილოთ ჩვეულებრივზე მაგარი ცომი (რადგან ეს ცომი ამოსვლის დროს თხელდება), მივცეთ სასურველი ფორმა და გამოვაცხოთ.