ძირითადი კერძი რეცეპტი

ყაბაყში ჩაშუშული ხბოს ხორცი

ინგრედიენტები: 

  • ყაბაყი
  • ხბოს ხორცი
  • დაფნის ფოთლები
  • ოხრახუში
  • პიტნა
  • მჟაუნა
  • წიწმატი
  • ახალი ხახვი
  • ტარხუნა
  • მწვანე წიწაკა
  • ღვინო
  • ალუჩა / ტყემალი
  • მარილი
  • ხორბალი
  • კახური ზეთი

მომზადების წესი: ყაბაყი გავასუფთავოთ და გავჭრათ 3 თანაბარ ნაწილად, ამოვიღოთ გული და მოვწალოთ ადუღებულ წყალში მარილთან და დაფნის ფოთლებთან ერთად. ხბოს ხორცი დავკეპოთ და მოვშუშოთ. დავჭრათ ოხრახუში, პიტნა, მჟაუნა, წიწმატი, ახალი ხახვი, ტარხუნა, მწავნე წიწაკა და შევურიოთ ხორცს, შევაზავოთ მარილით და ამოვავსოთ ყაბაყი, ჩავალაგოთ ქვაბში, მოვასხათ ღვინო, მოვაყაროთ ალუჩა ან ტყემალი და შევდგათ 120 გრადუსზე ღუმელში 30 წუთით. მოხალულ და დაფქულ ხორბალს დავასხათ წყალი პროპორციით 1/3 და მოვხარშოთ, შევანელოთ მარილით და კახურ ზეთთან ერთად მოშუშული ხახვით.