დესერტი რეცეპტი

"არადანი" - ნუშის ორცხობილა

ინგრედიენტები: 

  • შაქრის პუდრა
  • მასკარპონე
  • ნუშის ფანტელი
  • მარწყვი
  • ვანილი
  • ვისკი
  • ნაღების კრემი
  • ლიმონი
  • თათარა
  • შოკოლადი
  • კვერცხი
  • შაქარი
  • კარაქი
  • ნუში
  • ფქვილი

მომზადების წესი: ღრმა თეფშზე მოვაყაროთ შაქრის პუდრა, დავდოთ მასკარპონე, მოვაყაროთ ნუშის ფანტელი და დავასხათ კარამელიზებული მარწყვი, რომელსაც ვამზადებთ შემდეგნაირად - გავასუფთაოთ მარწყვი, მოვაყაროთ შაქრის პუდრა, ვანილი და ვისკი და წამოვადუღოთ მაღალ ცეცხლზე. მარწყვს მოვასხათ ნაღების კრემი, მოვაყაროთ ნუშის ფანტელები და მოვახეხოთ ლიმონის კანი, ჩავარჭოთ თათარაში და შოკოლადში ამოვლებული ნუშის ორცხობილა. ნუშის ორცხობილა კი მზადდება შემდეგნაირად - 4 კვერცხისა და 200 გრამი შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავუმატოთ 200 გრამი გამდნარი კარაქი, დაჭრილი ნუში და მოვზილოთ მაგარი ცომი ფქვილით. ვაცხოთ ორცხობილა 160 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.