სტარტერი რეცეპტი

სატაცური და კვერცხი, ხრაშუნა პროშუტოთი და ქართული ტრუფელით

ინგრედიენტები (4 ულუფაზე):

  • 4 კვერცხი
  • 20 სატაცური
  • 4 პროშუტო (კრუდო)
  • ტრუფელი (გემოვნებით)
  • მარილი (გემოვნებით)
  • ზეთი (ტრუფელის არქონის შემთხვევაში - ტრუფელის ზეთი)

მომზადების წესი: კვერცხი დავასუვიდოთ 63 გრადუსიან წყალში 1 საათით (ნაჭუჭიანად). პროშუტო დავალაგოთ სამზარეულოს ქაღალდის გაშლილ ტილოზე და შევდოთ მიკროტალღურ ღუმელში. სატაცური დავჭრათ 4-5-სანტიმეტრიან ნაჭრებად და ორთქლზე ვხარშოთ 4-8 წუთის განმავლობაში, გააჩნია სისქის შესაბამისად. შემდგომ სატაცურს ვურევთ ზეთში და მარილში, ვაყრით ტრუფელს, ვდებთ ფინჯანში პორციულად სატაცურს, ვამტვრევთ და ვასხამთ კვერცხს, საბოლოოდ კი ვადებთ პროშუტოს.