ძირითადი კერძი რეცეპტი

სტეიკი და ბროკოლის პიურე

შემწვარი საქონლის სუკი

ინგრედიენტები:

  • 1 მთლიანი სუკის ცენტრი (დაახ. 1 კილო)
  • ზეთი
  • კარაქი - 30 გ
  • თაიმი და ნიორი

მომზადების წესი: ხორცს ვწმენდთ, ვაშორებთ ზედმეტ ცხიმსა და ვერცხლისფერ აპკს. ვკრავთ და ვაძლევთ ფორმას, რაც მას სძენს სილამაზეს და ხდის მარტივად დასამუშავებელს. გახურებულ ტაფაზე ვდებთ ცივ ხორცს, და ვბრაწავთ გარედან, სანამ არ გაყავისფერდება და კარამელიზდება, თითო მხარეს - რამდენიმე წამით. შემდეგ გადმოგვაქვს თეფშზე, ვაცდით შეგრილებას, ვდებთ პაკეტში და ვასუვიდებთ 60 გრადუსზე 90 წუთით "მედიუმ რეარის" მისაღებად. 90 წუთის შემდეგ ამოვიღებთ, ისევ გახურებულ ტაფაზე ვდებთ, ვამატებთ კარაქს, თაიმსა და ნიორს და ვბრაწავთ მეორედ კარაქის ზემოდან დასხმის პარალელურად. მთელი პროცესი დაახლოებით 30 წამს გრძელდება. შემდეგ გადმოგვაქვს საჭრელ დაფაზე და ვჭრით სასურველ ზომებად. ამ მეთოდით მომზადებულ ხორცს არ სჭირდება დასვენება, ე.წ. "რესთინგი".


რჩევა: დაჭერით გატანამდე რამდენიმე წუთით ადრე - ხორცი რეაქციაში შევა ჟანგბადთან და ლამაზად გაწითლდება.


ბროკოლის პიურე

ინგრედიენტები: 

  • ბროკოლი - 500 გ
  • წყალი - 100 გ  
  • კარაქი - 90 მლ
  • მარილი - 5 გ

მომზადების წესი: ბროკოლს ვჭრით პატარა 2-3 მილიმეტრიან ნაჭრებად, ვყრით ქვაბში კარაქთან, წყალთან და მარილთან ერთად, შემდეგ კი ნახევარი საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ვორთქლავთ. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კარგად დავაბლენდეროთ და მივიღებთ ბროკოლის ჰაეროვან პიურეს. 

სალათი

ინგრედიენტები: 

  • ლოლა როსა - 400 გ
  • მიკრო რუკოლა - 20 გ
  • მიკრო ბოლოკი - 20 გ
  • მიკრო კიტრი - 20 გ
  • პარაკრესი - 20 გ
  • ზეითუნის ზეთი - 40 გ
  • ბალსამიკი - 40 გ
  • დიჟონის მდოგვი - 20 გ
  • მარილი - 2,5 გ
  • შავი მარილი - 1 გ
  • ლურჯი ყველი - 110 გ

მომზადების წესი: გავყინოთ ლურჯი ყველი. ავურიოთ სალათი, მიკრობალახები, დრესინგები, მარილი, პილპილი და დავახეხოთ გაყინული ლურჯი ყველი. სერვირებისთვის თეფშზე ლამაზად დავაწყოთ პიურე, სალათი და ხორცი - კერძიც მზადაა.