დესერტი რეცეპტი

კენკრის ქობლერი მასკარპონეს კრემით

კენკრის ქობლერი

ინგრედიენტები (3-4 პორციაზე): 

  • კენკრა (მარწყვი, “მალინა-მარწყვი“ და მოცვი) - 750 გ
  • შაქარი - 150 გ
  • სახამებელი - 15 გ
  • ლიმნის წვენი - 15 გ
  • მარილი - 6 გ
  • შვრია - 75 გ
  • ნუშის ფქვილი - 75 გ
  • კარაქი - 75 გ
  • კვერცხის გული - ნახევარი

მომზადების წესი: კენკრა, 75 გ შაქარი, 15 გ სახამებელი, 15 გ ლიმონის წვენი და 3.5 გ მარილი ავურიოთ ერთმანეთში და ჩავყაროთ დიდ ღუმელგამძლე ტაფაში. 75 გ შვრია, 75 გ ნუშის ფქვილი, 75 გ კარაქი, 75 გ შაქარი, 2.5 გ მარილი და ნახევარი კვერცხის გული ავზილოთ ერთად, რის შედეგადაც მივიღებთ ქრამბლის მასას. ეს მასა თანაბრად მოვაყაროთ გამზადებულ კენკრას არჩეულ ჭურჭელში და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.

მასკარპონეს კრემი

ინგრედიენტები: 

  • მასკარპონე - 200 გ
  • ნაღები - 200 გ
  • შაქარი - 20 გ
  • მარილი - 2 გ
  • 1 ვანილის ჩხირი, ან ესენცია - გემოვნებით

მომზადების წესი: ჩავყაროთ ინგრედიენტები ერთად და ავთქვიფოთ სანამ არ მივიღებთ კრემის მასას, შემდეგ კი დავადოთ ქობლერს.