ძირითადი კერძი რეცეპტი

ქათმის ფილე ბადრიჯნისა და ყაბაყის გარნირითა და ჩახოხბილის სოუსით

ბადრიჯნისა და ყაბაყის გარნირი

ინგრედიენტები:

  • პომიდორი
  • ყაბაყი
  • ბადრიჯანი
  • ცუკინი - ყვითელი და მწვანე
  • ხახვი
  • ნიორი
  • პომიდორი
  • წითელი ბულგარული წიწაკა
  • როზმარინი
  • რეჰანი

მომზადების წესი: ვფრცქვნით პომიდვრებს - ადუღებულ წყალში 45 წამით ვათავსებთ და შემდეგ ყინულებიან წყალში ვდებთ, რათა მარტივად გაიფრცქვნას. ვჭრით მანდოლინაზე ყაბაყს, ყვითელს და მწვანე ცუკინის, პომიდორსა და ბადრინჯანს. ვუკეთებთ სოუსს :ვშუშავთ ხახვს, ნიორს, პომიდორს და წითელ ბულგარულ წიწაკას, ვაბლენდერებთ როზმარინთან და რეჰანთან ერთად. თუნუქზე ვასხამთ სოუსს, ვაწყობთ მიყოლებით პომიდორს, ბადრიჯანს, ყაბაყს ვაფარებთ გამოსაცხობ ქაღალდს და ვაცხობთ საათნახევრის განმავლობაში 150 გრადუსზე.

ჩახოხბილის სოუსი

ინგრედიენტები: 

  • კარაქი
  • თეთრი ღვინო
  • ხახვი
  • პომიდორი
  • ქინძი
  • რეჰანი
  • ბაზილიკი
  • ნიორი
  • ხმელი ქინძი
  • უცხო სუნელი
  • ყვითელი ყვავილი
  • პილპილი
  • ზეითუნის ზეთი
  • კახური ზეთი
  • მწვანე ხახვი
  • ლიმონის წვენი
  • მარილი

მომზადების წესი: წვრილად დაჭრილ ხახვს ვთუშავთ კარაქში, როდესაც ფერს შეიცვლის, ვუმატებთ ცოტა ნახევრადტკბილ თეთრ ღვინოს, ვადუღებთ 5 წუთის განმავლობაში და ვამატებთ 4-5 დიდ გახეხილ პომიდორს, დაჭრილ ქინძს, რეჰანს, ბაზილიკს, ნიორს და სუნელებს: ხმელ ქინძს, უცხო სუნელს, ყვითელ ყვავილს, ქათმის სუნელებს და პილპილს. თუ პომიდორი მიტკბოა, მხოლოდ მარილს ვამატებთ და 5-7 წუთის განმავლობაში ვადუღებთ

გათლილ პომიდორს ვაცლით გულს და რაც დარჩება, ვჭრით სასურველ ფორმაზე, ვასხამთ ზეითუნის ზეთს, კახურ ზეთს, ბაზილიკს, მწვანე ხახვს, მარილსა და ლიმონის წვენს. 

სუნელებში შემწვარი ქათმის ფილე

ინგრედიენტები:

  • ქათამი
  • ქარი 
  • ორეგანო
  • ზეთი
  • ფორთოხლის წვენი
  • სოიოს სოუსი

მომზადების წესი: ვჭრით ქათამს სასურველ ნაჭრებად, ვამარინადებთ სუნელებში. მას შემდეგ რაც ჩახოხბილის სოუსსა და ბადრიჯანს და ყაბაყს მოვამზადებთ, ცხელ ტაფაზე ვასხამთ ცოტა ზეთს, ვდებთ ქათმის ფილეს და ვაყრით ქარის და ორეგანოს ორივე მხრიდან, თეთრი ფერის მიღებიდან 2-3 წუთში ვასხამთ ფორთოხლის წვენს, ხოლო როდესაც წვენი ამოშრება - ვასხამთ სოიოს სოუსს და ველოდებით სანამ ქათამი შეიწოვს სოიოს.