ძირითადი კერძი რეცეპტი

ქათმის რულეტი და ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე

ინგრედიენტები:

  • ქათამი 
  • ახალი კომბოსტო
  • ტარხუნა
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • ახალი ქინძი
  • მწვანე წიწაკა
  • კამა
  • ომბალო
  • ნიორი
  • ახალი ტყემალი
  • ნაღები
  • კარაქი
  • მარილი
  • შაქარი
  • ზეთი
  • შავი წიწაკა
  • მომზადების წესი:

მომზადების წესი: ქათამს ვაცლით ძვლებს, კომბოსტოს და ტარხუნას ვჭრით. ვაზავებთ ცოტაოდენი მარილითა და წიწაკით. ძვალგამოცლილ ქათამს გავშლით, დავადებთ წვრილად დაჭრილ კომბოსტოს და ტარხუნას, შემდეგ კი გადავახვევთ, შევკრავთ, გარედან მოვაყრით მარილს, წავუსვამთ ზეთს და შევდგამთ ღუმელში გამოსაცხობად.

ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე


მომზადების წესი: ყვავილოვან კომბოსტოს მოვხარშავთ ოდნავ მარილიან წყალში, შემდეგ კი ამოვიღებთ,
დავაბლენდერებთ და დავუმატებთ ცოტაოდენ კამას, მარილს, ნაღებსა და კარაქს. ტყემალს მოვხარშავთ, გავატარებთ საწურში, შევაზავებთ მარილით, ახალი ქინძით, ომბალოთი, მწვანე წიწაკითა და კამით და დავუმატებთ ცოტა შაქარს საჭიროების შემთხვევაში.