ძირითადი კერძი რეცეპტი

ქათმის ფილე ბადექონში ბროკოლის გარნირითა და სატაცურის სოუსით

ინგრედიენტები:

  • ქათმის მკერდი
  • მარცვლოვანი მდოგვი
  • სუნელები
  • ბადრიჯანი
  • სტაფილო
  • ხახვი
  • წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა
  • მწვანე წიწაკა
  • სიმინდის ზეთი
  • ბროკოლი
  • ფქვილი
  • რძე
  • სატაცური

მომზადების წესი: ქათმის მკერდს ვამუშავევბთ, ვუკეთებთ ჯიბეს, ცალკე კი ვშუშავთ ბოსტნეულს. სანამ ბოსტნეული იშუშება, ქათმის მკერდს ვამარინადებთ მარცვლოვანი მდოგვითა და სუნელებით. მოშუშულ ბოსტნეულს ჯიბეში ვდებთ გულსართს, ვავლებთ ორცხობილაში, ვწვავთ ტაფაში სიმინდის ზეთში, ვახვევთ ბადექონში და ვაცხობთ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში. გარნირი მზადდება შემდეგნაირად: ვხარშავთ ბროკოლის 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ვდებთ ყინულში, რათა ბროკოლიმ ფერი არ შეიცვალოს, ვშუშავთ ფქვილს, ვურევთ რძეში, ვხარშავთ სატაცურს და ვაბლენდერებთ ერთად, შემდეგ კი ვკმაზავთ გემოვნებით. ბროკოლის ზემოდან ვასხამთ სატცურის სოუსს.