სტარტერი რეცეპტი

მოხარშული მჭადი და ხაჭო-ერბო მაწვნის სოუსით

ინგრედიენტები:

  • მჭადის ფქვილი - 1 სუფრის კოვზი
  • ერბო - 100 გ
  • ფქვილი
  • ხაჭო - 500 გ
  • გაწურული მაწონი - 200 გ
  • პიტნა - 1 კონა
  • სულგუნი - 100 გ

მომზადების წესი: 

გალ - მოხარშული მჭადი

მჭადის ფქვილს ვზელთ ადუღებამდე მისული, ანუ ძალიან ცხელი წყლით, ცომისგან ხელით ვაკეთებთ ლამაზი ფორმის გალებს და ვყრით მდუღარე წყალში. ვხარშავთ 6-7 წუთის განმავლობაში და ვიღებთ გაშლილ სინაზე.

კალდეეთ - ხაჭო-ერბო


ცხელ ტაფაზე ვადნობთ ერბოს, ვაყრით ცოტაოდენ ფქვილს, ორი წუთის მერე კი ვყრით ხაჭოს, ხოლო ადუღებიდან 4-5 წუთის მერე, როდესაც ხაჭოსგან ერბო გამოიყოფა, გადმოვდგამთ.


მაწვნის სოუსი

გაწურულ მაწონს და პიტნას ვაბლენდერებთ და ნახევარი საათით ვდგამთ მაცივარში.