სტარტერი რეცეპტი

სტაფილოსა და ჯინჯერის სუპი შქმერულის მუსით და ნაანის პურით

სტაფილოსა და ჯინჯერის სუპი შქმერულის მუსით

ინგრედიენტები:

  • სტაფილო - 200 გ
  • ჯინჯერი - 150 გ
  • ბოსტნეულის ბულიონი - 1 კუბიკი
  • მარილი
  • პილპილი
  • ნიორი 
  • ხახვი - 1 თავი

მომზადების წესი: ვთლით ბოსტნეულს, ვჭრით სასურველ ზომებად (გაითვალისწინეთ - საბოლოოდ მაინც უნდა დაბლენდერდეს), ქვაბში კი ვშუშავთ ხახვს კარაქთან ერთად. მოშუშვის შემდეგ ქვაბში ვყრით ბოსტნეულს, პირამდე ვასხამთ წყალს და ვადუღებთ, შემდეგ კი ვაბლენდერებთ, ვუმატებთ მარილს და პილპილს. საბოლოოდ ამოგვყავს ნაღები და ვუმატებთ ძალიან წვრილად დაჭრილ ნიორს.

ნაანის პური:

ინგრედიენტები: 

  • ფქვილი - 170 გ
  • წყალი - 85 გ
  • თაფლი - 10 გ
  • ერბო - 30 გ
  • მარილი
  • მაწონი - 30 გ
  • საფუარი - 4 გ
  • შავი სეზამის მარცვლები
  • ზღვის მარილი - მსხვილი


მომზადების წესი: თბილ წყალში გავხსნათ თაფლი და საფუარი და დაველოდოთ ამოსვლას. ამოსვლის შემდეგ შევურიოთ ცომის ინგრედიენტები და მოვზილოთ, გადავაკრათ პლასტიკი და დავდოთ სითბოში. როდესაც ამოფუვდება, გავშალოთ და გავაბრტყელოთ თითებით სიგრძეზე, მოვაყაროთ შავი სეზამის მარცვლები და ზღვის მარილი, საბოლოოდ კი ვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 6-7 წუთის განმავლობაში.