ძირითადი კერძი რეცეპტი

აჯაფსანდალი და ცხვრის ნეკნები

აჯაფსანდალი

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი
  • ბულგარული წიწაკა - წითელი და მწვანე
  • სტაფილო
  • ხახვი
  • ზეთი
  • პომიდორი
  • ნიორი
  • ოხრახუში
  • რეჰანი
  • ქინძი
  • კამა

მომზადების წესი: ცალ-ცალკე ვწვავთ ბადრიჯანს, ბულგარულ წიწაკას (წიტელსა და მწვანეს), სტაფილოს და ვყრით სოუსში, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: ხახვს ვხრაკავთ ზეთში და ვუმატებთ კანგაცლილ დაჭრილ პომიდორს. როდესაც კარგად ამოშრება, ვუმატებთ ნიორს, ოხრახუშს, რეჰანს, ქინძსა და კამას. ცეცხლზე ვტოვებთ მხოლოდ 5 წუთით დაფარებულ ქვაბში.


ნეკნები

ინგრედიენტები: 

  • ბატკნის ნეკნები
  • ქონდარი
  • მარილი
  • ქლიავი

მომზადების წესი: ბატკნის ნეკნებს ვაყრით ქონდარსა და მარილს და ვწვავთ გრილის ტაფაზე ორი წუთის განმავლობაში ორივე მხარეს, შემდეგ ვდგამთ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთით. საბოლოოდ კი გადმოვდგამთ და მაგიდასთან მიტანამდე ვაფარებთ ფოლგის ქაღალდს. ვაფორმებთ ოდნავ შემწვარი ქლიავით.