ძირითადი კერძი რეცეპტი

იხვის მკერდი ანანასის სოუსითა და სატაცურით

ინგრედიენტები:

  • იხვის მკერდი - 1 ცალი
  • სატაცური - 3 ცალი
  • ანანასი - 1 ცალი
  • თეთრი მშრალი ღვინო - 100 გ
  • თაფლი
  • კარაქი
  • მარილი
  • პილპილი
  • ფქვილი
  • როზმარინი - 2 გ
  • ქონდარი - 2 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • ზეთი
  • მიკრო მწვანილები

იხვის მკერდი

მომზადების წესი: ვიღებთ იხვის ფილეს, ვსერავთ კანს და ვდებთ ცივ ტაფაზე კანის მხრიდან. შეწვის შემდეგ ვუმატებთ ნიორს, როზმარინსა და ქონდარს. ამის შემდეგ ვაცხობთ ღუმელში 180 გრადუსზე 7-10 წუთის განმავლობაში. სატაცურსაც, იხვის მსგავსად, ვაცხობთ ღუმელში. 

ანანასის სოუსი

მომზადების წესი: ანანასი გავწუროთ წვენსაწურში და წვენი დავასხათ გახურებულ ტაფაზე, წამოდუღების შემდეგ კი დავუმატოთ თაფლი და ვურიოთ სანამ არ გაიხსნება. მიღებულ მასას დავუმატოთ თეთრი ღვინო და დაველოდოთ ალკოჰოლის ამოშრობას, ხოლო სასურველი კონსისტენცია მივაღებინოთ კარაქისა და ფქვილის დამატებით.