დესერტი რეცეპტი

ქისტური ჰალვა ჟოლოს სოუსთან და ნუშთან ერთად

ინგრედიენტები:

  • პურის ფქვილი - 100 გ
  • ნუშის ფქვილი - 100 გ
  • კარაქი - 200 გ
  • შაქარი 
  • ჟოლო
  • ლიმონი - 1 ც
  • შაქრის პუდრა
  • ფისტა - 7-8 მარცვალი

ჰალვა

მომზადების წესი: ცალ-ცალკე ვხალავთ პურის ფქვილსა და ნუშის ფქვილს, შემდეგ კი ვურევთ გამდნარ კარაქს და ნელ ცეცხლზე ვურევთ შეუჩერებლად, მუქი ოქროსფერი მასის მიღებამდე. გადმოვიღებთ ჯამში და შევურევთ შაქარს. მიღებულ მასას ჩავდებთ სასურველ სილიკონის ფორმაში და ნახევარი საათით ვინახავთ მაცივარში.

ჟოლოს სოუსი


მომზადების წესი: ჟოლოს ვაყრით შაქარს და ვხარშავთ ხუთი წუთის განმავლობაში, გაციებულ ჟოლოს ვაბლენდერებთ და ვწურავთ მარლაში (სამი ფენა).


ლიმნის სოუსი

მომზადების წესი: ლიმონს ვთლით თხლად, ცედრას ვჭრით გრძელ ჩხირებად, ვაყრით შაქარს, ვასხამთ ცოტაოდენ წყალს და ვხარშავთ 7-8 წუთის განმავლობაში.



სერვირება - ჟოლოს სოუსს ვდებთ თეფშზე, სოუსის შუაში ვდებთ ჰალვას, ჰალვას კი ზემოდან ვაფორმებთ ლიმონის სოუსითა და შაქრის პუდრში ამოვლებული ჟოლოთი. ჟოლოს სოუსს ვაყრით წვრილად დაჭრილ ფისტას.