სტარტერი რეცეპტი

ბადრიჯნის პიურე კარტოფილის ორცხობილითა და გამომცხვარი ბოსტნეულით

ინგრედიენტები: 

  • ბადრიჯანი
  • ნიგოზი
  • კახური ზეთი
  • ნიორი
  • ვაშლის ძმარი
  • ნადუღი
  • ნიორი
  • მარილი
  • ორეგანო
  • სტაფილო
  • ზეითუნის ზეთი
  • ნადუღი
  • პომიდორი
  • სუნელები

ბადრიჯნის პიურე

მომზადების წესი: 4 საშულო ზომი ბადრიჯანი დავჭრათ, მარილი მოვაყაროთ და შევწვათ ნიგვზისა და კახურ ხეთში. შეწვის შემდეგ დავაბლენდეროთ და დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, 1 კბილი ნიორი, მარილი გემოვნებით და სუნელების ნარევი.

ღუმელში გამომცხვარი ბოსტნეული

150 გრადუზე 10 წუთის მანძილზე ღუმელში გამოვაცხოთ მრგვლად დაჭრილი პომიდორი და სტაფილო. პომიდორს გამოცხობამდე მოვაყაროთ ორეგანო, ხოლო სტაფილოს - სუნელების ნარევი და ზეითუნუს ზეთი. ნადუღს დავახეხოთ ბოლოკი გემოვნებით და დავამატოთ მარილი. 

კარტოფილის პური

მომზადების წესი: კარტოფილის პურების მოსამზადებლად მოვხარშოთ 1 საშუალო ზომის კარტოფილი, დავჭყლით, შევურიოთ 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, დავამატოთ სუნელების მიქსი და სიმინდის სახამებელი (რამდენსაც შეიზელს), მანამ სანამ მკვრივი ცომის მასას მივიღებთ. 


სერვირება - ბადრიჯნის პიურეს დავადოთ გამომცხვარი პომიდორი და კოვზში მოყვანილი ნადუღი ბოლოკით, მოვაყაროთ გამომცხვარი სტაფილო და მოვუწყოთ კარტოფილის პურები.