ძირითადი კერძი რეცეპტი

საქონლის რულეტი გარგრისა და ვაშლატამას სოუსით

ინგრედიენტები:

  • საქონლის სუკი
  • პილპილი
  • მარილი
  • მიწისთხილი
  • ზეთისხილი - უკურკო
  • ხახვი
  • ფეტა
  • ვაშლატამა
  • ომბალო
  • გარგარი
  • ყურძნის ძმარი
  • ქინძი

ძროხის ხორცის რულეტი

მომზადების წესი: საქონლის სუკი დავბეგვოთ მარილთან და ცოტა პილპთან ერთად. გულსართისთვის - დავაბლენდეროთ 50 გრამი მოხალული მიწისთხილი, დავჭრათ 50 გრამი უკურკო მწვანე ზეთისხილი, მოვდაღოთ ხახვი და ფეტასთან ერთად. საქონლის სუკის რულეტს გულსართად გავუკეთოთ მიღებული მასა, შევკრათ ძაფით ან ჩხირებით, ტაფაზე ხორცი მოვიყვანოთ, დავბრაწოთ 4 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ შევდგათ ღუმელში 150 გრადუსზე 15 წუთით. 

გარგრისა და ვაშლატამას სოუსი

დავჭრათ ვაშლატამა და წამოვადუღოთ ომბალოსთან ერთად. შემდეგ გარგარს გამოვაცალოთ კურკები, ავურიოთ ვაშლატამას ნაჭრებს და დავაბლენდეროთ. საბოლოოდ დავუმატოთ მარილი, ყურძნის ძმარი, ქინძი და ომბალო.