ორცხობილას კალათი
ინგრედიენტები:
- ხორბლის ფქვილი - 200 გ
- ნუშის ფქვილი - 100 გ
- შაქარი - 40 გ
- მარილი - 15 გ
- კარაქი - 100 გ
- ვანილის ჩხირი - 1 ცალი
მომზადების წესი: ხორბლის და ნუშის ფქვილი, შაქარი, მარილი, 100 გრამი გამდნარი კარაქი და ვანილის ჩხირი მოვზილოთ ერთად და ცომი ამოვიყვანოთ მრგვალ ფორმებში. ვაცხოთ 180 გრადუს ღუმელში 12 წუთის განმავლობაში.
ლიმონის ფაჯი
ინგრედიენტები:
- ყავისფერი შაქარი - 100 გ
- ლიმონის ცედრა - 1,5
- კარაქი - 40 გ
- ნაღები
- თეთრი შოკოლადი - 100 გ
მომზადების წესი: შაქარი, ლიმონის ცედრა, კარაქი და 50 გრამი ნაღები გავადნოთ ერთად. მას შედეგ რაც შაქარი გადნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ თეთრი შოკოლადი. გაგრილების შემდეგ ავურიოთ 2 სუფრის კოვზი ნაღები.
გარგრის კურკის გოზინაყი
ინგრედიენტები:
- გარგრის კურკები
- თაფლი
მომზადების წესი: გარგრის კურკა მოვხალოთ, გავაცალოთ კანი და დავჭრათ წვრილ ნაწილებად. პარალელურად, მოვიყვანოთ თაფლი, სასურველია 5-ჯერ მაინც წამოვადუღოთ და გავაგრილოთ. ამის შემდეგ ერთმენათში ავურიოთ თაფლი და გარგრის კურკა, შემდეგ კი მივაღებინოთ სასურველი ფორმა.
სერვირება: ორცხობილას კალათებში მოვათავსოთ ლიმონის ფაჯი, ზემოდან დავადოთ გარგრის კურკის გოზინაყის ბურთულა და გარშემო შემოვუწყოთ ჟოლო.