ძირითადი კერძი რეცეპტი

ქათამი მწვანე ლობიოს გარნირითა და პომიდვრის სოუსით

ინგრედიენტები:

  • ქათმის თეძო
  • მწვანე ლობიო
  • შაშკვლავი
  • ნიახურის ღეროები
  • ნიგოზი
  • წიწაკა გემოვნებით
  • პომიდორი
  • ხმელი სუნელი
  • წითელი აჯიკა
  • სიმინდის სახამებელი

მომზადების წესი: დამუშავებულ ქათმის თეძოს ჯერ შევწვავთ ორივე მხრიდან გახურებულ ტაფაზე, შემდეგ კი ორივე მხრიდან მსუბუქად წავუსვამთ წითელ აჯიკას და გამოვაცხობთ ღუმელში. მწვანე ლობიოს მოვწალავთ წყალში, შემდეგ გადავიტანთ ტაფაზე და ცოტაოდენ ზეთსა და კარაქში შაშკვლავთან და ნიახურის დაჭრილ ღეროებთან ერთად მოვთუშავთ (ისე რომ არ ჩარბილდეს და ხრაშუნა იყოს). მარილს დავუმატებთ გემოვნებით. მზა ლობიოს ზემოდან მოვაყრით დაჩეხილ, მოხალულ ნიგოზს. კანგაცლილ პომიდორს დავაბლენდერებთ და ვადუღებთ კარგად, შემდეგ კი გავწურავთ, დავამატებთ ცოტაოდენ ხმელ სუნელს, წითელ აჯიკას, ცოტა შაქარსა და მარილს გემოვნებით. წამოვადუღებთ და სასურველი სისქის მისაღებად დავუმატებთ სახამებელს.