დესერტი რეცეპტი

შოკოლადის დესერტი მასკარპონეს კრემით

ინგრედიენტები:

  • შოკოლადი
  • მასკარპონე
  • ნაღები - 33%-ანი
  • ჟოლო
  • ალუბალი
  • დაფქული წითელი წიწაკა
  • შაქრის პუდრა
  • სიმინდის სახამებელი
  • კარაქი
  • შვრიის ფანტელი
  • ნუშის ფქვილი
  • ნუშის ფანტელი

მომზადების წესი: შოკოლადს ვაქუცმაცებთ და ვადნობთ ორთქლის აბაზანაზე, ვასხამთ სასურველ ფორმებში და ვაკეთებთ კალათებს, შემდეგ კი შოკოლადის ფორმებს ვათავსებთ მაცივარში. კრემს ვამზადებთ შემდეგნაირად: ავთქვიფოთ ნაღები, დავუმატოთ შაქრის პუდრა, დავუმატოთ მასკარპონე და მოვურიოთ 3-4 ჯერ - კრემი მზადაა. გაწურული ჟოლოს, კურკაგამოცლილი ალუბლის, შაქრისა და სიმინდის სახამებლისგან ვამზადებთ სოუსს. ერთმანეთში ვურევთ თანაბარი რაოდენობის შვრიის ფანტელს, კარაქსა და შაქარს, ხელით ვამუშავებთ მსუბუქად, დავყრით გამოსაცხობ ჟარონაზე და ვაცხობთ ღუმელში. მზა შოკოლადის ფორმებში ჩვენი გემოვნებით ვათავსებთ მასკარპონეს კრემს, ხილის სოუსსა და ქრამბლის ქვიშას, ზემოდან კი მოვაყრით მცირე რაოდენობით წითელ დაფქულ წიწაკას.