სტარტერი რეცეპტი

დამბალხაჭოს ხინკალი ყველის სოუსითა და შავი ტრუფელით

ინგრედიენტები:

  • ფქვილი
  • კარტოფილი 
  • დამბალხაჭო
  • კარაქი
  • ერბო
  • რძე
  • მუსკატის კაკალი
  • რძე
  • ნაღები
  • პარმეზანი
  • პილპილი
  • მარილი
  • შავი ტრუფელი

ხინკალი

მომზადების წესი: ვზელთ ხინკლის ცომს 300 გრამი ფქვილით, 3 გრამი მარილითა და 130 გრამი წყლით. შიგთავსისთვის ვხარშავთ 1 კარტოფილს და ვაკეთებთ პიურეს კარაქითა და რძით. მიღებულ მასას შევურევთ გახეხილ დამბალხაჭოს და ცოტაოდენ მუსკატის კაკალს. ხინკლის შეხვევისას შიგთავსს თავზე ერბოს ვადებთ. ვხარშავთ ადუღებულ წყალში 6 წუთის განმავლობაში.

სოუსი

მომზადების წესი: ვაკეთებთ რუ-ს 20 გრამი კარაქითა და 20 გრამი ფქვილით, ვუმატებთ 100 გრამ რძეს და 250 გრამ ნაღებს, ვადუღებთ, შემდეგ კი გადმოვდგამთ ცეცხლიდან და ვუმატებთ გახეხილ პარმეზანს.


სერვირებისთვის: პარმეზანის სოუსი, ხინკალი, 2 ძაფი ტენილი ყველი და შავი ტრუფელი.