ძირითადი კერძი რეცეპტი

კურდღელი სტაფილოს გარნირით, ღვინის სოუსითა და მოცვის ხიზილალით

ინგრედიენტები: 

  • კურდღლის ხორცი
  • კარაქი
  • როზმარინი
  • ნიორი
  • სტაფილო
  • ზეთი
  • პაპრიკა
  • მარილი
  • წითელი ხახვი
  • ბეგქონდარა
  • წითელი ღვინო
  • შაქარი
  • ანისის ვარსკვლავი
  • დარიჩინის ჩხირი
  • მიხაკი
  • აგარ-აგარი

კურდღლის ხორცი

მომზადების წესი: კურდღელს ვამზადებთ სუვიდში 1 საათის განმავლობაში 60 გრადუსზე, შემდეგ კი ვწვავთ ორივე მხრიდან კარაქში, როზმარინსა და ნიორში.

სტაფილოს გარნირი

მომზადების წესი: გავთალოთ სტაფილო სათლელით და ანათალები ჩავყაროთ 150 გრადუსზე გაცხელებულ ზეთში 3-4 წუთით. ამის შემდეგ გადმოვიღოთ ანათალები ნახვრეტებიანი კოვზით ხელსახოცზე, რათა ზეთი შეიშროს და მოვაყაროთ მარილი და პაპრიკა.

ღვინის სოუსი

მომზადების წესი: ქვაბში ვშუშავთ წითელ ხახვს, ცოტა ხანში კი ვამატებთ ნიორს, როზმარინსა და ბეგქონდარას და ვასხამთ წითელ ღვინოს. ალკოჰოლის 3/4 აორთქლების შემდეგ ვუმატებთ ბულიონს. შესქელების შემდეგ სოუსი გადავწუროთ. 

მოცვის ხიზილალა

მომზადების წესი: ვადუღებთ მოცვს, ვუმატებთ შაქარს, ანისის ვარსკვლავს, დარიჩინის ჩხირსა და მიხაკს. შემდეგ ვწურავთ ბადეში და 250 გრამ წვენს ვუმატებთ 2 გრამ აგარ-აგარს. ეს სითხე შევუშვათ შპრიცით ცივ ზეთში, შემდეგ კი კვლავ ბადეში გადავწუროთ, რის შემდეგაც მივიღებთ ხიზილალას.