დესერტი რეცეპტი

კამეჩის მაწვნის კრემი ჭარხლის ორცხობილითა და კოკა-კოლას ჟელეთი

ინგრედიენტები:

  • ნაღები
  • ჟელატინი
  • ვანილის ჩხირი
  • კამეჩის მაწონი
  • მასკარპონე
  • შაქრის პუდრა
  • კოკა-კოლა
  • გრენადინი
  • აგარ-აგარი
  • ფქვილი
  • კარაქი
  • შაქარი
  • ჭარხლის წვენი
  • ჟოლო
  • ლაიმის ცედრა
  • იზომალტი
  • დაღერღილი წიწაკა

კამეჩის მაწვნის კრემი

მომზადების წესი: 300 გრამ გამთბარ ნაღებს შევურიოთ 8 გრამი გახსნილი ჟელატინი და ვანილის ჩხირი და დაველოდოთ ადუღებას. პარალელურად ერთმანეთში ავურიოთ 300 გრამი კამეჩის მაწონი, 250 გრამი მასკარპონე და 90 გრამი შაქრის პუდრა. ადუღებული ნაღები ჟელატინთან ერთად შევურიოთ მიღებულ მასას და ვთქვიფოთ მიქსერით ერთიანი მასის მიღებამდე. საბოლოოდ ჩავასხათ ფორმებში და შევდგათ საყინულეში მინიმუმ 2 საათით.

კოკა-კოლას ჟელე:

მომზადების წესი: 100 გრამი კოკა-კოლა, 50 გრამი გრენადინი, 2 გრამი აგარ-აგარი შევურიოთ ერთმანეთს და ვადუღოთ 3 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩავასხათ ფორმებში და გავაციოთ.

ჭარხლის ორცხობილა:

მომზადების წესი: 180 გრამ ფქვილს ვურევთ 110 გრამ კარაქსა და 100 გრამ შაქარს, აგრეთვე ფერისთვის ვუმატებთ ცოტაოდენ ჭარხლის წვენს და ვზელთ ფხვიერ ცომს, შემდეგ კი ვაცხობთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.

ჟოლოს კული:

მომზადების წესი: 200 გრამ ჟოლოს ვაბლენდერებთ, ვწურავთ ბადეში (რათა წიბწები გავფილტროთ), ვუმატებთ 150 გრამ შაქარსა და ლაიმის ცედრას.

იზომალტის წუილი:

მომზადების წესი: ორ სილიკონის ფირფიტას შორის დავყაროთ იზომალტი, მოვაყაროთ დაღერღილი წიწაკა და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.


სერვირება: თეფშზე ვასხამთ ჟოლოს კულის, ვდებთ კამეჩის მაწვნის კრემს, ვუდებთ კოკა-კოლას ჟელეს, შემდეგ ჭარხლის ორცხობილას, ჟოლოს და მაყვალს, შოკოლადის სპირალს, მიკრო ბაზილიკს და დატეხილ იზომალტს.