სტარტერი რეცეპტი

ბარდის ცივი სუპი ნადუღით

ინგრედიენტები:

  • გაყინული ბარდა - 450 გ
  • ხახვი - 100 გ
  • ნიორი - 10 გ
  • წყალი - 900 გ
  • ტარხუნის ფოთლები - 10 გ
  • ნადუღი - 200 გ
  • მარილი 
  • ლიმონის ცედრა

მომზადების წესი: ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად, დავასხათ წყალი, ჩავყაროთ გაყინული ბარდა და გავაცხელოთ 70 გრადუსამდე. შემდეგ კარგად დავაბლენდეროთ ტარხუნის ფოთლებთან ერთად, დავაყაროთ მარილი გემოვნებით, გავწუროთ და გავაცივოთ. სერვირების წინ დავაყაროთ ცოტაოდენი ლიმონის ცედრა, დავასხათ ცივი სუპი, და ჩავდოთ ნადუღი (აგრეთვე, შეიძლება ზეითუნის ზეთის რამდენიმე წვეთის დამატება გატანის წინ).