ორაგული
ინგრედიენტები:
- ორაგული
- მარილი
- შაქარი
- ზეთი
მომზადების წესი: თევზს დავაყაროთ მარილისა და შაქრის მიქსი (1 ნაწილი შაქარი 4 ნაწილ მარილთან) და გავაჩეროთ 10 წუთით. შემდგომ გავრეცხოთ ცივი წყლით, გავამშრალოთ, ჩავდოთ პაკეტში და გავაჩეროთ 50-გრადუსიან წყალში 30 წუთით. 30 წუთის შემდეგ ამოვიღოთ, გავამშრალოთ და კანის მხრიდან ცოტაოდენი ზეთით მოვბრაწოთ გახურებულ ტაფაზე (დაახლოებით 30 წამით), რათა კანი ხრაშუნა იყოს.
ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე:
ინგრედიენტები:
- ყვავილოვანი კომბოსტო - 1 კგ
- წყალი - 200 გ
- კარაქი - 170 გ
- მარილი - 7 გ
მომზადების წესი: ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ დაახლ. 1 სმ ნაჭრებად, დავამატოთ კარაქი, წყალი, მარილი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ ნახევარი საათის განმავლობაში. დავაბლენდეროთ და პიურე მზადაა.
ლობიოს სალათი და ჯონჯოლის სოუსი:
ინგრედიენტები:
- ნიორი - 1 ც
- ხახვი - წითელი, ნახევარი
- ჯონჯოლი - 1 მუჭა
- მჟავე კიტრი - 2 ან 3 ც
- ზეითუნის ზეთი - 8 სუფრის კოვზი
- ლიმონი - 3 სუფრის კოვზი
- მდოგვი - 1 სუფრის კოვზი
- ოხრახუშის ფოთლები - 2 მუჭა
- ქინძის ფოთლები - 2 მუჭა
- რეჰანი - 1 მუჭა
- ბაზილიკი - 1 მუჭა
- მარილი
- შავი პილპილი
- წითელი წიწაკა
მომზადების წესი: დავაბლენდეროთ ყველა ინგრედიენტი და მოვასხათ ცივ, გარეცხილ ლობიოს. კარგი ჩამნაცვლებელია კონსერვის ლობიოც - აძლევს ფაქიზ სიტკბოს.