დესერტი რეცეპტი

მაჩას ნაყინი ნუშის ხრაშუნათი და ფორთოხლის კრემით

მაჩას ნაყინი:

ინგრედიენტები:

  • რძე - 600 გ
  • ნაღები - 600 გ
  • შაქარი - 225 გ
  • მაჩა - 15 გ
  • მარილი - 3,5 გ
  • მშრალი ყინული - 1 კგ

მომზადების წესი: რძე, ნაღები, შაქარი, მაჩა და მარილი ერთმანეთში ავურიოთ და გავაცხელოთ 80 გრადუსამდე, შემდეგ კი გავაცივოთ მაცივარში. მშრალი ყინული დავამსხვრიოთ (მივიყვანოთ ქვიშის კონსისტენციამდე). ცივი სითხე ჩავასხათ დასადგამ მიქსერში, ჩავრთოთ მინიმალურ სიჩქარეზე და სუფრის კოვზით ნელ-ნელა ჩავყაროთ მშრალი ყინული. მშრალი ყინული ვამატოთ იქამდე, სანამ თუხთუხი არ შეწყდება და შიგნით გასქელებული, დაახლოებით, ჩამოსასხმელი ნაყინის მსგავსი, ოდნავ სქელი კონსისტენცია არ მიიღება.

ფორთოხლის კრემი:

ინგრედიენტები:

  • ნაღები - 230 გ
  • ფორთოხლის წვენი - 60 გ
  • შაქარი - 20 გ

მომზადების წესი: ნაღები და შაქარი ავთქვიფოთ შესქელებამდე. კრემის მიღების შემდეგ ჩავამატოთ ფორთოხლის წვენი და ფაქიზად ავურიოთ. შეიძლება გემოვნებით ფორთოხლის ცედრის დამატებაც.

ნუშის ორცხობილა:

ინგრედიენტები:

  • შაქარი - 125 გ
  • ნუშის ფანტელი - 125 გ
  • ფქვილი - 50 გ
  • კარაქი - 100 გ
  • კვერცხის ცილა - 125 გ

მომზადების წესი: ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ, თხლად წავუსვათ საცხობ დაფაზე და ვაცხოთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. ფორმა მივცეთ სანამ ცხელია.