სტარტერი რეცეპტი

სულგუნი ჭყინტი ყველისა და შავი ქლიავის ჩირის გულსართით, მწვანე აჯიკის სოუსითა და კრეკერებით

ინგრედიენტები:

  • სულგუნი - 350-400 გ
  • იმერული ყველი - 200-250 გ
  • შავი ქლიავის ჩირი - 50-70 გ
  • ქინძი
  • ოხრახუში
  • მწვანე წიწაკა
  • ნიორი
  • შაშკვლავი
  • ზეითუნის ზეტი
  • ქეშიუ
  • პურის ფქვილი
  • კარაქი
  • მარილი
  • შაქარი

სულგუნი ჭყინტი ყველისა და შავი ქლიავის ჩირის გულსართით

მომზადების წესი: 350-400 გ ახალი, უმარილო რბილი სულგუნი გადავზილოთ ცხელ წყალში და დავამზადოთ მრგვალი ფორმის ფირფიტები. 200-250 გ იმერული ყველი და 200 გ ნაღების ყველი შევურიოთ ერთმანეთს ჩოფერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებულ მასას შევურიოთ თბილ წყალში დამბალი და პატარა ნაჭრებად დაჭრილი შავი ქლიავის ჩირი. საბოლოოდ კი ნარევისგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები. ბურთულები მოვათავსოთ სულგუნის ფირფიტაზე და მოვუკრათ თავი. 

მწვანე აჯიკის სოუსი

მომზადების წესი: 1 საშუალო კონა ქინძი, ნახევარი კონა ოხრახუში, 2 კბილი ნიორი, 4-5 ფოთოლი შაშკვლავი და მწვანე წიწაკა ერთად დავაბლენდეროთ, შემდეგ კი დავუმატოთ გემოვნებით მარილი, 3-4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 50-70 გ ქეშიუ. 

კრეკერები

მომზადების წესი: 120 გ ცივი კარაქი, 2 ჭიქა ფქვილი, მარილი გემოვნებით, 1 ჩაის კოვზი შაქარი და 2/3 ჭიქა ცივი წყალი ავურიოთ ერთმანეთში. მიღებული მასა გავაბრტყელოთ, დავჭრათ სასურველ ფორმებად, დავჩხვლიტოთ და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით.