ძირითადი კერძი რეცეპტი

ბატკნის ხორცი ალუბლის სოუსით და ნიახურის ბოლქვისა და კარტოფილის პიურე

ინგრედიენტები:

  • ბატკნის უკანა ფეხის ზედა ნაწილი
  • ზეითუნის ზეთი
  • ლაიმი - 3 ცალი
  • ლიმონი - 1 ცალი
  • შავი წიწაკა - 4-5 კბილი
  • როზმარინი
  • ნიორი
  • ალუბალი - 500 გ
  • ახალი ქინძი - 30 გ
  • კამა - 30 გ
  • ნიორი - 1 კბილი
  • მწვანე წიწაკა - 1 ცალი
  • ნიახურის ბოლქვი - 1/2
  • კარტოფილი - 1 ცალი
  • ნაღები - 100 გ

ბატკნის ხორცი

მომზადების წესი: ბატკნის ხორცი დავამარინადოთ ზეითუნის ზეთის, ლაიმის და ლიმონის წვენში, დავუმატოთ შავი წიწაკა, მარილი, ნიორი და როზმარინი. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დამარინადებული ხორცი გავახვიოთ ფოლგაში და შევდოთ გახურებულ ღუმელში. 50 წუთის შემდეგ მოვხადოთ ფოლგა, რათა ხორცი ზემოდან მოიბრაწოს და ვაკონტროლოთ ხორცის ტემპერატურა (არ უნდა ასცდეს 68-69 გრადუსს). გამზადების შემდეგ ხორცი დაჭრამდე 10 წუთი დავასვენოთ.

ალუბლის სოუსი

მომზადების წესი: 500 გ ალუბალი ჩავთუთქოთ ქვაბში, შემდეგ გადავწუროთ და მიღებული მასა ვადუღოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა, ნიორი და მწვანე წიწაკა. მარილი და შაქარი დავუმატოთ გემოვნებით. მასას, შესქელების შემდეგ, ამოვაცალოთ ნიორი და წიწაკა.

ნიახურის ბოლქვისა და კარტოფილის პიურე

მომზადების წესი: ნიახურის ბოლქვი გავჭრათ შუაზე, გავთალოთ, დავჭრათ და მოვხარშოთ. მოვხარშოთ აგრეთვე 1 პატარა კარტოფილი. ნიახურის მოხარშული ბოლქვები ჩავყაროთ ბლენდერში, დავასხათ 100 მლ გაცხელებული ნაღები და ვაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეგვიძლია დავუმატოთ ცოტაოდენი კარტოფილის პიურე, გახეხილი პარმეზანი და მარილი გემოვნებით.