დესერტი რეცეპტი

გარგრის ნამცხვარი არაჟნის კრემით

ინგრედიენტები: 

  • კარაქი - 300 გ
  • პურის ფქვლი - 3 ჭიქა
  • შაქარი - 1/2
  • არაჟანი
  • ნაღები
  • გარგარი
  • თაფლი
  • როზმარინი
  • ნუშის ფანტელი
  • კვერცხი
  • 2 კვერცხის გული
  • მარილი

მომზადების წესი: დაბლენდერებული კარაქი გავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ 2 კვერცხის გული, მწიკვი მარილი და ფქვილი თანდათანობით. მიღებული მასა მოვათავსოთ მაცივარში 30 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ სასურველი ფორმები და გამოვაცხოთ გახურებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში. გარგარი გავთალოთ, გავჭრათ შუაზე, გადავიტანოთ ტაფაზე, დავუმატოთ 3/4 სუფრის კოვზი თაფლი და როზმარინი და ვთქვიფოთ დარბილებამდე.

100 გ ნაღები გავთქვიფოთ მიქსერით და დავუმატოთ 200 გ გაწურული არაჟანი და 1/2 სუფრის კოვზი შაქარი.

ფხვიერი ცომის ბალიშზე მოვათავსოთ მიღებული კრემი და ზემოდან დავალაგოთ თაფლში მოთუშული გარგარი. მოვასხათ თაფლის მასა და მოვაყაროთ ოდნავ მოხალული ნუშის ფანტელები.