სტარტერი რეცეპტი

"ღააბაქხ ხინგალიშ" ნადუღის სოუსით

ინგრედიენტები: 

  • ფქვილი - 1 კგ
  • სოდა - 1/4 ჩაის კოვზი
  • მარილი - 1 ჩაის კოვზი
  • გოგრის გული
  • შავი პილპილი
  • შაქარი
  • თაფლი

მომზადების წესი: 1 კგ ფქვილით, 1/4 ჩაის კოვზი სოდით, 1 ჩაის კოვზი მარილით ვზელთ საშუალოზე ცოტა რბილ ცომს, ვასვენებთ ნახევარი საათით და მისგან პატარა გუნდებს ვაკეთებთ. გოგრის გულს დავუმატოთ გემოვნებით მარილი, შავი პილპილი და შევძინოთ სიტკბო შაქრით ან თაფლით. გამოვაცხოთ პატარა და ძალიან თხელი ხაჭაპურები, ზემოდან კი წავუსვათ ერბო ან კარაქი. ნადუღის სოუსისთვის: ნადუღს ვუმატებთ მოხალულ გოგრის გულებს და მარილს.