ძირითადი კერძი რეცეპტი

"მაანტიშ" ბოსტნეულის სოუსითა და გაწურული მაწვნით

ინგრედიენტები: 

  • ფქვილი - 1 კგ
  • ფარში - ბატკანი და საქონელი - 1 კგ
  • ხახვი - 5 თავი
  • სტაფილო - 3 ცალი
  • წიწაკა - ბულგარული, 3 ცალი
  • პომიდორი - 4-5 ცალი
  • გაწურული მაწონი - 100 გ
  • ნიორი - 2 კბილი

ხინკალი

მომზადების წესი: ვზელთ ხინკლის ცომს და ვასვენებთ ნახევარი საათით. ფარშს ვაზავებთ მარილით, ხახვით, წითელი ცხარე წიწაკითა და შავი პილპილით. ვათხელებთ ცომს, ვჭრით ოთხკუთხედებად, შიგნით ვდებთ ფარშს და ვაძლევთ ნახევრად ღია ყვავილის ფორმას. ვალაგებთ სპეციალურ ქვაბში 40-45 წუთით ორთქლზე მოსახარშად.

ბოსტნეულის სოუსი

მომზადების წესი: ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს ვთუშავთ ზეთში, ვუმატებთ სტაფილოს, ბულგარულ წიწაკას და 5-10 წუთის შემდეგ ვუმატებთ კანგაცლილ, კუბიკებად დაჭრილ პომიდორს. ამის შემდეგ მიღებულ მასას ვთუშავთ წვენის ამოშრობამდე, ბოლოს კი ვაყრით ქინძს, ოხრახუშს, ნიორს და ზემოდან ვადებთ გაწურულ მაწონს.