დესერტი რეცეპტი

პეკანის ნამცხვარი ციტრუსის სოუსით

ბისკვიტი და კრემი

ინგრედიენტები:

  • თხილი - 150 გ
  • პეკანი - 150 გ
  • ნუშის ფირფიტები - 150 გ
  • შაქარი - 300 გ
  • კვერცხის გული - 7
  • ნაღები - 300 მლ

მომზადების წესი: შაქრისგან ვაკეთებთ კარამელს, ვუმატებთ ერთმანეთში არეულ ნუშსა და პეკანს. მიღებულ მასას მოვხალავთ და მივიღებთ გოზინაყის მსგავს მასას, გადმოვიტანთ ქაღალდზე, გავაციებთ და შემდეგ დავაბლენდერებთ. ნაღებს შევურევთ კვერცხის გულს და დავუმატებთ დაბლენდერებულ მასას. კარგად ავურიოთ და გავანაწილოთ ორ საცხობ ფორმაში. ვაცხოთ 40-45 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. კრემისთვის: 100 გ კრემ-ყველს ვუმატებთ ნაღებს, შაქარს და ვურევთ კოვზით.

ციტრუსის სოუსი

ინგრედიენტები:

  • ფორთოხალი - 1 ცალი
  • ლიმონი - 1 ცალი
  • შაქარი 
  • სახამებელი - 1 ჩაის კოვზი

მომზადების წესი: ვწურავთ ფორთოხალს და ლიმონს. ვამატებთ შაქარს, სახამებელს და ვადუღებთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაციებულ სოუსში ვდებთ ბისკვიტს და ვრთავთ კრემითა და ფისტათი.