სტარტერი რეცეპტი

ჭინჭრის ფხალი & ნიგვზის სოუსი

ჭინჭრის ფხალი

ინგრედიენტები:

  • ჭინჭარი - 1 კგ
  • ნიახური - 30 გ
  • ქინძი - 100 გ
  • კამა - 100 გ
  • მწვანე ხახვი - 30 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • კვაწარახი 
  • ხმელი ქინძი
  • უცხო სუნელი
  • ნიორი
  • წიწაკა
  • მარილი

მომზადების წესი: დავკრიფოთ ჭინჭრის ნორჩი ყლორტები 1 კგ. (გაითვალისწინეთ, ჭინჭარი საკვებად სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს აყვავებამდე), კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ ისე, რომ ზედმეტად არ ჩაიხარშოს. წვრილად დავჭრათ 100 გრამი ქინძი, 30 გრ. ნიახური, 100 გრ. კამა, 30 გრ. მწვანე ხახვი. კარაქში, ან მზესუმზირის ზეთში (შესაძლოა ორივე გამოიყენოთ) მოშუშეთ 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ გაწურულ და დაკეპილ ჭინჭარს (ჭინჭარი ისე გაწურეთ, რომ სისველე შეინარჩუნოს) და დაუმატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წიწაკა, მარილი, 3-4 კბილი დანაყილი ნიორი და ცოტა კვაწარახი (შეგიძლიათ კვაწარახის ნაცვლად ტყემლის ტყლაპი გამოიყენოთ). 

ნიგვზის სოუსი

ინგრედიენტები:

  • ნიგვზის ლებანი - 300 გრამი
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • ხმელი ქინძი
  • უცხო სუნელი
  • დარიჩინი
  • წითელი პილპილი
  • რამდენიმე წვეთი ყურძნის ძმარი ან, სურვილისამებრ, ლიმონის წვენი, წყალი, (რამდენიც დაგვჭირდება მასის სასურველ, ზომიერ თხელ მდგომარეობამდე მიყვანისას). 

მომზადების წესი: ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ ნიგვზის გათეთრებამდე.