სტარტერი რეცეპტი

"მუჭა-მუჭა"

ინგრედიენტები:

  • ყვითელი სიმინდის ფქვილი - 500 გ
  • ყველი - 600 გ
  • მაღალი ხარისხის კარაქი - 100-150 გ
  • მარილი

მომზადების წესი:  500 გრ. ყვითელი სიმინდის ფქვილი კარგად მოვზილოთ თბილ წყალში ისე, რომ საშუალო კონსისტენციის მასა მივიღოთ, დავუმატოთ ცოტა მარილი და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი მჭადი დავფშვნათ, გაციებისას შევაზილოთ წინასწარ ხელით დაქუცმაცებული 600 გრ. ყველი (ყველი უნდა იყოს ზომიერად მარილიანი) და 100-150 გრ. მაღალი ხარისხის კარაქი. მიღებული მასა ხელითვე დავაგუნდავოთ მოგრძო ფორმებად, ისე, რომ თითების ანაბეჭდი ეტყობოდეს. მივიღებთ ზუსტად ისეთ „მუჭა-მუჭა“-ს, როგორსაც ბებო გვიკეთებდა ბავშვობისას.