ძირითადი კერძი რეცეპტი

ვაზის ტოლმა კეფირისა და ნადუღის სოუსით

ვაზის ტოლმა

ინგრედიენტები:  

  • ვაზის ფოთოლი
  • საქონლისა და ღორის ხორცის ფარში - პროპორციით 70/30
  • ბრინჯი
  • ხახვი
  • ნიორი
  • ქინძი
  • პიტნა
  • ხმელი ქინძი
  • უცხო სუნელი
  • ძირა
  • დარიჩინი
  • წითელი პილპილი
  • კოწახური
  • კარაქი
  • მარილი

მომზადების წესი: მოვაჭრათ ყუნწები, კარგად გავრეცხოთ და მარილიან წყალში მოვწალოთ ახალი, ნორჩი ვაზის ფოთლები, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გავავლოთ ცივი წყალი და გადმოვიღოთ დაფაზე. მოვამზადოთ ტოლმის შიგთავსი: საქონლის ხორცის ფარში 300 გრ. ღორის ხორცის ფარში 100 გრ. ხახვი 1 თავი წვრილად დაჭრილი და მოშუშული კარაქში (კარაქს ცოტა ზეთი დაუმატეთ, რომ არ დაიწვას). 5 კბილი ნიორი და 30 გრ. პიტნა დავნაყოთ. 20 გრამი ქინძი დავჭრათ წვრილად. ყველა ეს ინგრედიენტი კარგად შევაზილოთ ფარშირებულ ხორცს, დავუმატოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ძირა, კოწახური (უმჯობესია მარცვლები), პილპილი, ბრინჯი, მჭიდროდ გადავახვიოთ ვაზის ფოთლებში, ჩავაწყოთ ქვაბში, დავუმატოთ წყალი იმდენი, რომ ტოლმა დაიფაროს, დავაფაროთ მძიმე თეფში იმისათვის, რომ ტოლმა არ დაიშალოს ხარშვისას და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 35-40 წუთი.

კეფირისა და ნადუღის სოუსი

ინგრედიენტები:

  • კეფირი
  • ნადუღი
  • ნიორი
  • პიტნა
  • წითელი პილპილი

მომზადების წესი: 300 მლ. კეფირს დაუმატოთ 200 გრ. ნადუღი, 3-4 კბილი ნიორი, რამდენიმე ფოთოლი პიტნა, 10 გრ. დაფქული კოწახური, მარილი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფოთ ბლენდერით.