ძირითადი კერძი რეცეპტი

მაწვნის პური ქინძისა და კოწახურის მარცვლებით

ინგრედიენტები:

  • უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი - 1 კგ
  • მაწონი - 1 ქილა (400მლ)
  • საფუარი - 10-15 გ
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი - 1 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი - 1 სუფრის კოვზი
  • კოზახურის მარცვალი - 100 გ
  • კოწახურის პუდრა - 50 გ
  • ქინძის მარცვალი, გასრესილი - 50 გ

მომზადების წესი: მოვზილოთ სასურველ კონდიციამდე და მოვათავსოთ სითბოში. როცა ცომი აფუვდება გადავიტანთ პურის საცხობ ფორმაში (ფორმა უნდა იყოს ცხელი და კარაქწასმული) და ვაცხოთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 45-50 წუთი.


გაითვალისწინეთ: კოწახური უნდა იყოს ხასხასა წითელი და არა ყავისფერი. იმისათვის, რომ კოწახური და ქინძის მარცვალი თანაბრად გადანაწილდეს ცომში, ის უნდა ვზილოთ ხანგრძლივად.