დესერტი რეცეპტი

ჩაროზი - „ძღვენი“

ღვინის ფელამუში ხაჭოს ბურთებით და თაფლში კარამელიზებული ნიგვზის ლებნებით.

ინგრედიენტები:

  • ღვინო - ქინძმარაული, ნახევრად ტკბილი, 1 ლ.
  • ყავისფერი შაქარი - 7 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი - 6 სუფრის კოვზი
  • ვანილი - ტკბილი, 1 შეფუთვა
  • ხაჭო - მაღალპროცენტიანი, 200 გ.

მომზადების წესი: 1 ლ. ღვინო ჩავასხათ ქვაბში (გაითვალისწინეთ - ქვაბი სასურველია იყოს თუჯის ან თუჯნარევი), დავუმატოთ 6 სუფრის კოვზი უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი და 7 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით, სასურველია, თუ გაქვთ ფელამუშის ხის ჯოხი განშტოებებით, სწორედ ისეთი, როგორსაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ. ვადუღოთ ფქვილის მოხარშვამდე. წინასწარ მოვამზადოთ ფელამუშის შიგთავსი: 200 გრ. მაღალპროცენტიან ხაჭოს შევაზავოთ 1 შეფუთვა ტკბილი ვანილით და ხელით ვზელთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. მიღებული მასისგან ვაკეთებთ მცირე ზომის ბურთებს და რამდენიმე წუთით მოვათავსებთ საყინულეში. მომზადებულ ფელამუშის მცირე მასას ვასხამთ სასურველ ფორმაში (უმჟობესია ფორმა იყოს კერამიკის, რათა მზა ფელამუში იოლად გადმოვიდეს) ვათავსებთ მასში ხაჭოს ბურთს და ისევ ვასხამთ ფელამუშს, ისე, რომ ხაჭო დაიფაროს. დავაყოვნებთ გაცივებამდე და უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ გადმოვიღებთ ფორმებიდან.