დესერტი რეცეპტი

ლიმონის ტარტი ბეზეთი

ინგრედიენტები ლიმონის კრემისთვის:

  • 220 გრ კვერცხი
  • 220 გრ მთლიანი კვერცხი
  • 150 გრ ლიმონის წვენი
  • 1 ლიმონის ცედრა

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის (sablé breton):

  • 25 ნუშის პუდრა
  • 150გრ კარაქი
  • 60 გრ შაქარი
  • 1 კვერცხის გული
  • 3 გრ გამაფხვიერებელი
  • 130 ფქვილი

ინგრედიენტები ბეზესთვის:

  • 90 გრ შაქარი 
  • 25 გრ წყალი
  • 50 გრ კვერცხის ცილა
  • 12 გრ შაქარი

ბისკვიტის მომზადების წესი: პირველად კეთდება ბისკვიტი. ერთად ვყრით ნუშის პუდრას, ფქვილსა და გამაფხვიერებელს. ცალკე ვურევთ შაქარსა და კვერცხს მიქსერით და ვუმატებთ ოთახის ტემპერატურაის კარაქს. ვურევთ მშრალ ინგრედიენტებს და ვზელთ სანამ ერთიან, შეკრულ მასას არ მივიღებთ. ამის შემდეგ ვათავსებთ ფორმებში და ჩანგლით ვჩხვლეტთ. ვაცხობთ ღუმელში 160 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში, სანამ ყავისფერ ფერს არ მიიღებს.

ლიმონის კრემის მომზადების წესი: კეთება იწყება ბისკვიტის პარალელურად. ვწურავთ ლიმონის წვენს, 1 ლიმონის ცედრასთან ერთად, დავდგამთ დაბალ ცეცხლზე, რომ დუღილამდე მივიდეს. კვერცხს და შაქარს ვთქვეფთ, სანამ არ გათეთრდება და შემდეგ ვამატებთ ლიმონის წვენს, შემდეგ კი ვურევთ, სანამ დუღის არ დაიწყებს. ბუშტუკები როდესაც ამოვა, ვდგამთ ცეცხლიდან და ვუმატებთ ჟელატინს, შემდეგ ველოდებით 40 გრადუსამდე გაციებას და ვურევთ ოთახის ტემპერატურის კარაქს მიქსერით ან ბლენდერით სანამ ერთიან მასას არ მივიღებთ, მანამდე ბისკვითიც გამოცხვება და შეგვიძლია კრემი ბისკვიტს დავასხათ და შევდგათ საყინულეში, მინიმუმ 2 საათი. 

ბეზეს მომზადების წესი: კეთდება ბოლო მომენტში. ქვაბში ვასხამთ წყალსს და შაქარს, ცივ ჯამში კი კვერცხის ცილას შაქართან ერთად. ქვაბს ვადგამთ ცეცხლზე რომ ავიდეს 118  გრადუსზე,  როდესაც თერმომეტრი 113 გრადუსს გვიჩვენებს, ვიწყებთ ცილის სწრაფად თქვეფას, 118 გრადუსზე კი ვთიშავთ ცეცხლს და ვასხამთ ნელ-ნელა სიროფს ცილას, თან ვფქვეფთ, სანამ არ გაცივდება, საბოლოოდ უნდა მივიღოთ მყარი, თეთრი მასა.

საბოლოოდ - ვიღებთ საკონდიტრო ტომარას და შიგნით ვათავსებთ ბეზეს, ტარტი როდესაც მზად იქნება, ვადებთ თავზე ბეზეს, შემდეგ ცეცხლით (torch-ით) ვაწვავთ გაყავისფრებამდე და ზევიდან ლიმონის და ლაიმის ცედრას ვაყრით. აგრეთვე უხდება ერთი დაჭრილი ლიმონის გული.