სტარტერი რეცეპტი

ზღვის პროდუქტების წვნიანი

ინგრედიენტები:

  • ორაგულის თავები და ფხები
  • სტაფილო
  • ნიახურის ტარო
  • ხახვი
  • პრასი
  • ზაფრანა
  • აჯიკა
  • თეთრი ღვინო
  • ნაღები
  • ღვინის ძმარი თეთრი
  • მარილი
  • პილპილი
  • პაპრიკა
  • ნიორის ფქვილი
  • კრევეტები
  • ორაგული
  • მიდები
  • კამა
  • მწვანე ხახვი
  • პური კრუტონებისთვის

მომზადების წესი: თავდაპირველად ვამზადებთ თევზის ბულიონს, თევზის თავსა და ფხებს წყალში ვადუღებთ, ვუმატებთ ბოსტნეულს. (ხახვი, ნიხური, სტაფილო, პრასი...) გადავწურავთ, ცხიმს მოვაშორებთ, რათა დაგვრჩეს ღია ფერის ბულიონი. ვჭრით  სტაფილოს, ხახვს და ნიახურს ძალიან წვრილად და ვშუშავთ ქვაბში ცოტა კარაქთან ერთად. ვუმატებთ ზაფრანას, თეთრ ღვინოსა და თევზის ბულიონს, ვადუღებთ 10 წუთი. ადუღების შემდეგ ვამატებთ ძმარს, ღვინოს, აჯიკასა და სუნელებს, სურვილოსამებრ ვაბლენდერებთ და ვუმატებთ ნაღებს.

სერვირებისთვის: ვჭრით მწვანე ხახვს და კამას. ორთქლზე ვამზადებთ ორაგულს და ვწვავთ კრევეტებს, პაპრიკაში ნიორის ფქვილში და აჯიკაში, ბოლოს ვასხავთ თეთრ ღვინოს. მიდიებიც მოვხარშოთ, რათა გაიხსნას. მიდიებს, ორაგულსა და კრევეტებს ვათავსებთ თეფშის ცენტრში, ვასხავთ წვნიანს და ვაყრით მწვანე ხახვს და კამას. ვხუხავთ პურს, ნიორითა და კარაქით/ზეითუნის ზეთით.