ძირითადი კერძი რეცეპტი

დორადო სოკოს რიზოტოთი & სატაცური სოუსით

ინგრედიენტები

  • დორადოს ფილე
  • რიზოტოს ბრინჯი
  • სატაცური
  • ქამა სოკო
  • ნაღები
  • პარმეზანი
  • კარაქი
  • ტარხუნა
  • ბეგქონდარა
  • თეთრი ღვინო ნახევრად მშრალი
  • კამა
  • ქათმის ბულიონი 
  • ხახვი
  • ზეთი
  • ნიორი
  • ლიმონი
  • სოიოს სოუსი

მომზადების წესი: ვხარშავთ რიზოტოს. ვჭრით ხახვს და ვშუშავთ კარაქში, ვამატებთ რიზოტოს ბრინჯს. როდესაც ცოტათი მოიხალება, ვამატებთ თეთრ ღვინოს, შემდეგ ვიწყებთ ბულიონის დასხმას 15-20 წუთის განმავლობაში, პარალელურად ვჭრით სოკოს წვრილად და ვშუშავთ ტაფაზე სოიოს სოუსთან ერთად. რიზოტოს ვუმატებთ სოკოს, ცოტა ნაღებსა და პარმეზანს. სატაცურს ვჭრით სასურველ ზომაზე, ვასხამთ ზეითუნის ზეთს, ვაყრით მარილს, პილპილს, ცოტას პარმეზანსაც და 10 წუთი ვდგამთ ღუმელში 160 გრადუსზე. გამოღებისას ვასხამთ ლიმონის წვენს. დორადოს ვამუშავებთ, ვაცილებთ ფხებს და კანის მხარეს ვსერავთ. ვასხამთ ზეთს და მარილს. მაღალ ცეცხლზე კანის მხრიდან ვწვავთ გარშემო გათეთრებამდე. ვაგდებთ კარაქის კუბს და ბეგქონდარას კოვზით ზედაპირზე ვასხამთ, შემდეგ კი საბოლოოდ ვატრიალებთ 1 წუთით. 

სოუსის მომზადების წესი: წვრილად ვჭრით ხახვს, ვშუშავთ ლიმონის წვენთან, თეთრ ღვინოში, 5-6 წუთის განმავლობაში. დაშრობის შემდეგ ვასხამთ ნაღებს  და ვურევთ, დუღილის დაწყების შემდეგ ვამატებთ კარაქს, მარილს, პილპილსა და დაჭრილ ტარხუნას სურვილისამებრ.