სტარტერი რეცეპტი

ალაზნის ლოქო კომშის ჯავშანში

ინგრედიენტები: 

  • ალაზნის ცოცხალი ლოქო
  • კომში
  • მაშარაფი
  • პრასი
  • კოწახური
  • ქინძი
  • ლიმონი
  • კარაქი
  • ზღვის მარილი
  • თეთრი პილპილი

მომზადების წესი: თავიდან გამოგვყავს ფილე, ვკეპავთ დანით ოთხკუთხედ თანაბარ ნაჭრებად. კომშს ვრეცხავთ და ვაცლით გულს. შიგნიდან გამოვავლებთ ლიმონის წვენს, რათა ფერი არ შეიცვალოს. ვჭრით პრასს ოთხკუთხედ თანაბარ ნაჭრებად. შემდეგ ვშუშავთ ზეითუნის ზეთში და ვამატებთ ცოტაოდენ კარაქს. ამის შემდეგ ვკმაზავთ თევზის დაკეპილ ფილეს: მოშუშული პრასით, კოწახურით, ახალი ქინძით, ზღვის მარილითა და თეთრი პილპილით. მომზადებულ ფარშს ვდებთ კომშში, თავზე ვაფარებთ კომშიდან მოჭრილ "თავსახურს" და გამოსაცხობად ვდებთ ღუმელში 40 წუთით(30 წუთის შემდეგ მოვხადოთ "თავსახური" და 10 წუთით დავტოვოთ ღუმელში). სუფრაზე დავდოთ მაშარაფის სოუსით :)