ძირითადი კერძი რეცეპტი

ჩაქაფული "მადიაური"

ინგრედიენტები:

  • ბატკნის ახალი ხორცი
  • ტარხუნა
  • მჟაუნა
  • ქინძი
  • წიწმატი
  • მწვანე ხახვი
  • ახალი ტყემალი
  • მწარე მწვანე წიწაკა
  • თეთრი მშრალი ღვინო
  • მარილი

მომზადების წესი: ვჭრით ბატკნის ხორცს დიდ ნაჭრებად და ვდებთ ქვაბში. ვჭრით ყველა მწვანილს. ტყემალს, მშრალ ღვინოს და მწვანილს ვამატებთ დაჭრილ ხორცში და ვკმაზავთ მარილით. მოვხარშოთ 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ ვიღებთ ქვაბიდან მოხარშული ხორცის დიდ ნაჭრებს, ვჭრით თანაბარ პატარა ნაჭრებად და ვდებთ სათანადო ჭურჭელში. ზემოდან მოვასხათ მწვანილებით ნახარში ბულიონი და დავდოთ სუფრაზე.