დესერტი რეცეპტი

"ხაჭოს ღრუბელი"

ინგრედიენტები: 

  • ოჯახის ნატურალური ხაჭო
  • მანანის ბურღული ან ბრინჯის ფქვილი
  • არაჟანი
  • ვანილი
  • შაქრის პუდრა
  • გამაფხვიერებელი
  • თაფლი
  • შაქარი
  • ახალი მარწყვი
  • კარამელიზებული მარწყვი
  • კვერცხი

მომზადების წესი: ნატურალურ ხაჭოს ვატარებთ საცერში ან ვაბლენდერებთ. მანანის ბურღულს ვხსნით ცივ წყალში და გაზქურაზე მუდმივი მორევის პარალელურად დაბალ ცეცხლზე ვაცხელებთ (რათა არ დაიკორძოს). ბურღულის შესქელების შემდეგ მას ვურევთ ხაჭოში და ვამატებთ კვერცხს (სასურველია კვერცხის ცილა ცალკე იყოს შაქარში ათქვეფილი). არაჟანი გავხსნათ თაფლში და ნარევი დავუმატოთ ხაჭოს. ასევე, დავამატოთ ცოტაოდენი ვანილი და გამაფხვიერებელი. მიღებული მასა დავაბლენდეროთ და 30 წუთით დავასვენოთ. შემდეგ ჩავასხათ სათანადო ფორმაში და ღუმელში 180 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. ამის შემდეგ დავჭრათ მრგვალი ფორმის ნაჭრებად, მოვრთოთ ახალი მარწყვითა და არაჟნის კრემით, ხოლო ზემოდან მოვასხათ კარამელიზებული მარწყვის სიროფი.