ძირითადი კერძი რეცეპტი

ხორცწვენი

ინგრედიენტები: 

  • საქონლის ხორცი
  • კარტოფილი
  • კვლიავი
  • მარილი / ნიორი

მომზადების წესი: ხორცს ვჭრით მოზრდილ კუბებად, ძვალსა და ხორცს ვაცალკევებთ, შემდეგ კი ვრეცხავთ, ვათავსებთ ქვაბში და ვასხამთ წყალს. თუკი ქაფს გაიკეთებს - ვაცლით ქაფს. წყლის ადუღებისას ხორცს კარგად ვრეცხავთ, წყალს ვუცვლით და კვლავ ვადუღებთ. კარტოფილს ვფრცქვნით, ვრეცხავთ, ვჭრით დიდ 2-3 ნაჭრად და ვყრით ხორცის ქვაბში. მოხარშვის შემდეგ ვამატებთ კვლიავს და მარილს/ნიორს გემოვნებით.