დესერტი რეცეპტი

ჟოლოს რულეტი

ინგრედიენტები: 

  • ბისკვიტი
  • კვრეცხი - 8 ცალი
  • შაქარი - 8 ჩ .კ.
  • ფქვილი - 8 ჩ.კ.
  • ლიმონის წვენი 
  • ვანილი
  • კრემი
  • კარაქი - 200 გ
  • მდნარი ყველი - 200 გ
  • შაქარი 
  • ვანილი 
  • ჟოლოს მურაბა

მომზადების წესი: კვერცხის გულსა და ცილას ფრთხილად ვაცალკევებთ ერთმანეთისგან. მიქსერით ვთქვეფთ ცილას ერთი და იგივე მიმართულებით. ცილაში ვამატებთ ვანილს და კვლავ ვურევთ. შემდეგ ნაზად ვაყრით შაქრის პუდრს, კვერცხის გულსა და ფქვილს. ფქვილის ჩაყრისთანავე ვურევთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ მიღებულ მასას ვასხამთ ცხელ ნიჟარაზე და ვდგამთ ღუმელში 10-15 წუთით. შემდეგ გამოგავქვს გამომცხვარი და ვახვევთ სველ, მაგრად გაწურულ ჩაის ტილოში და ვაცდით გაციებას. პარალელურად ვამზადებთ კრემს - დამბალ კარაქს ვთქვეფთ მიქსერით, შემდეგ მას ვურევთ მდნარ ყველს, ნახევარ ჩაის კოვზ შაქრის პუდრსა და ვანილს. გაციებული ბისკვიტი ფრთხილად გავშალოთ, გადავუსვათ კრემი და ჟოლოს მურაბა, საბოლოოდ კი გადავახვიოთ ორ ზოლზე.